ელენე კალატოზიშვილი

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი – ჩემს სამეცნიერო ინტრესების სფეროს წარმოადგენს მეღვინეობის პროდუქტების რაციონალური გამოყენების შესწავლა, ღვინისა და ჭაჭის არყის ტექნოლოგიების სრულყოფა (დახვეწა). მრავალწლინი თეორიული და პრაქტიკული გამოკვლევების შედეგად მეღვინეობის ნარჩენებიდან (ლექი, წიპწა, კლერტი) დამუშავებულია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი ექსტრაქტები, ყურძნის კლერტიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია 25-მდე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. შემუშავებული და დანერგილია ყურძნის კლერტიდან ანტიალკოჰოლური სასმელი „Золотое руно“; ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტი „Коприм“, რომლის ბაზაზეც შემუშავებულია უალკოჰოლო სასმელები, „Горный ключ“; „Женыиеневый“; „Реро“ ხილ-კენკროვანი ნედლეულიდან შემუშავებულია მორსების, ექსტრაქტების სრულყოფილი ტექნოლოგიები – გაფართოვდა მათი ასორტიმენტი: რკინის დეფიციტით გამოწვეული (ანემია) პროფილაქტიკისათვის თუთიდან მიღებულია რკინით მდიდარი ბექმეზი, შესწავლილია მისი ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა.  დასაქმებული ვარ სტუ-ს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში -უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.